რეგისტრაციის დასრულებამდე ᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎
\n                   
დღე ᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎᠎
დარეგისტრირდი მეიქათონზე
"მეიქათონის" შესახებ
"მეიქათონის" მიზანია შეიქმნას თბილისზე მორგებული ურბანული ელემენტის პროტოტიპის დიზაინი.მაგ: გაჩერება,ველოსიპედის პარკინგი,სანავიგაციო ნიშნები,განათების ბოძები, სკამი, გარე სამუშაო სივრცე და ა.შ., რომელიც როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად მოერგება დღევანდელი ქალაქის პრობლემატიკას ან შეიტანს ინოვაციურ მიდგომას ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარებაში. ასეთი შეჯიბრებები ორიენტირებულია კრეატიული მოქალაქეების იდეების განვითარებაზე და კონკრეტული დავალებისა და გამოწვევის კონცეფციურ-ფუნქციური კრიტერიუმების შეთავსებაზე. მეიქათონის ფარგლებში წარმოდგენილი პროტოტიპის იდეა უნდა იყოს თავსებადი ფაბლაბში არსებულ მასალებთან, რათა ორგანიზატორებმა უზრუნველყონ იდეის სრულყოფილი პროტოტიპის შექნმა. (ფაბლაბის აღჭურვილობა და მასალები იხილეთ ამავე ვებგვერდზე) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტი ან გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ყველა პარამეტრებს. მეიქათონის მიზანია:
  1. ინოვაციური და კრეატიული იდეების განვითარება.
  2. Fab Lab - ბიზნეს ინკუბოტორის ფუნქციის წარმოჩენა და ცნობადობის გაზრდა მოქალაქეებში.
  3. ახალგაზრდების იდეების განხორციელების ხელშეწყობა და მოტივაციის გაზრდა.
  4. მოქალაქეების ჩართულობა ქალაქის განვითარებაში.
გისურვებთ გამარჯვებას!
მეიქათონის თანაორგანიზატორები
"კომპანია იზი სოფტი"
კომპანია იზი სოფტი დაარსდა 2013 წელს . ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიამ მოიპოვა რამოდენიმე წამყვანი საერთაშორისო კომპანიის ავტორიზაცია, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ასევე საერთაშორისო სასერთიფიკაციო და საგანმანათლებლო პროექტებში. (Autodesk, Adobe, Chaos Group, Thing Box და ა.შ.) კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ინდუსტრიულ ასოციაციებთან და კერძო სექტორთან. ,,იზი სოფტის" ძირითდი მიმართულებაა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში და კვალიფიციური კადრების გადამზადება. ასევე ინოვაციური და ტექნოლოგიური ღონისძიებები მოწყობა და ამ სფეროების პოპულარიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე.
მეიქათონის მხარდამჭერები და სპონსორები
"არქიტექტურული ფორუმი" არასამთავრობო ორგანიზაცია ,,არქიტექტურული ფორუმი’’ დაარსდა 2012 წელს და წარმოადგენს არქიტექტორთა გაერთიანებას, რომლის მთავარი მიზანია ჩართოს ახალგაზრდები ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არქიტექტურული ცნობიერების ამაღლებას.
"CG Georgia"
ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ასოციაცია “CG Georgia” დაფუძნდა2013 წელს. ასოციაციის მთავარი მიზნებია: ვიზუალური ეფექტებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროს განვითარებისთვის ხელის შეწყობა. კომპიუტერულ გრაფიკასთან დაკავშირებულ სპეციალობებში ცოდნის გაღრმავება, სფეროს პოპულარიზაცია და სპეციალისტებში კონსოლიდაციის ხელშეწყობა.
კონკურსის პირობები და სააპლიკაციო ფორმა
თუ გაქვთ იდეა, რომელიც მოერგება ჩვენს ქალაქს და გინდათ ეს იდეა განახორციელოთ, ჩაერთეთ კონკურსში! კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემოიტანოთ ინდივიდუალური ან გუნდური განაცხადი. განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ შემდეგ პარამეტრებს:
  1. აპლიკანტის ან გუნდის მონაცემები.
  2. პროექტის/იდეის აღწერა (მაქსიმუმ 50 სიტყვა).
  3. პროექტის ვიზუალიზაცია (ესკიზი, რენდერი JPEG, PNG, TIF, PDF ფორმატი).
  4. პროტოტიპის მოდელი (2D ან 3D ფორმატი).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. გუნდური განაცხადის შემთხვევაში, წევრების მაქსიმალური რაოდენობაა 3 ადამიანი.
  1. იდეა
  2. დიზაინი
  3. ფუნქციონალი
  4. შესრულება
  5. პროტოტიპის პრეზენტაცია
შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით, გამარჯვებულმა უნდა აიღოს მაქსიმალური ქულა 5-ივე მოცემულ კრიტერიუმში. ქულების დაჯამების მეშვეობით გამოვლინდება გამარჯვებული.
  1. ☑️ დარეგისტრირდით ვებ-გვერდზე my.tbilisi.gov.ge (დაიმახსოვრეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი);
  2. ☑️ გაიარეთ ავტორიზაცია ზემოთხსენებული მომხმარებლის სახელით და პაროლით;
  3. ☑️ აირჩიეთ FabLab-ი;
აპლიკაციის შევსება
ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარებიის სააგენტოს“ მიზნებს წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვითა და გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების: ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა ერთიანი გეოსივრცით მონაცემთა ელექტრონული სისტემების დანერგვა და განვითარება ელექტრონული საქმისწარმოების გამარტივების პროცესის ხელშეწყობა
Fab Lab-ის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ეკონომიკურ ზრდას.•საზოგადოებისთვის ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნის შესაძლებლობების მიცემა .ფაბ ლაბ-ის პრიორიტეტებს წარმოადგენს: ,ახალი სამუშაო ადგილების შექმნა,ინოვაციური - მუნიციპალური და სხვადასხვა ბაზრების მოთხოვნებზე; ორიენტირებული პროდუქტების შექმნა.
აქსელერაციის პირობები და სააპლიკაციო ფორმა
‘’ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’
სსიპ ‘’ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’(მათ შორის მის მიერ დაფუძნებული სსიპ "ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ჩართულობით),უზრუნველყოფს ფართის გამოყოფას ლაბორატორიისათვის და სამუშაო პროცესში აკადემიური პერსონალის (პროფესორ-მასწავლებლების) ჩართულობას, ლაბორატორიის გამართული ფუნქციონირების მიზნით.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
სსიპ “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” უზრუნველყოფს ფართის გამოყოფას ლაბორატორიისათვის და სამუშაო პროცესში აკადემიური პერსონალის (პროფესორ-მასწავლებლების) ჩართულობას, ლაბორატორიის გამართული ფუნქციონირების მიზნით.
“საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო”
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2015 წლიდან სააგენტო ფაბლაბ ბიზნეს ინკუბატორის ოფიციალური მხარდამჭერია.
TSU პანორამა

Get Adobe Flash player

GTU პანორამა

Get Adobe Flash player

მისამართი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპ. კოსტავას ქუჩა N 68 დ 0171, თბილისი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის X კორპ.(მაღლივი) უნივერსიტეტის ქუჩა N2, 0177 თბილისი

სამუშაო საათები:  ორშ-პარასკევი 10:00-19:00
ტელ:  +995 (577) 792977
მაილი:
fablabgtu@gmail.com
tsufablab@gmail.com
ვებ გვერდი::
fab.lab.gov.ge
facebook.com/fablabmsda